შაქრიანი დიაბეტის გართულებების შესახებ გვესაუბრება "ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო ესაკია.
- შაქრიანი დიაბეტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა - ის აქვს მსოფლიოს მოსახლეობის 20%-ს და რაც დრო გადის, დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ტიპს: შაქრიანი დიაბეტი ტიპი-1 და ტიპი-2. გარდა ამისა, არსებობს ორსულთა დიაბეტი და დიაბეტის სხვა ტიპებიც, რომლებიც შედარებით იშვიათია. გართულებები შეიძლება განვითარდეს როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის დიაბეტის დროს.
ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება აკადემიკოსმა ბურაკოვსკიმ მიანიჭა, რითაც ბატონი დავითი დღემდე ამაყობს. ეს მრავალი წლის წინ იყო - მაშინ, როდესაც ჩვენი რესპონდენტი მოსკოვში მუშაობდა და სისხლძარღვთა ქირურგი გახლდათ. ოცდახუთიოდე წლის წინ ბატონი დავითი საქართველოში დაბრუნდა და დიამეტრულად განსხვავებულ პროფესიაზე - პროქტოლოგიაზე გადაერთო, თუმცა ბუასილი, რომლის სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებსა და პროფილაქტიკაზე საუბარსაც ახლა ვაპირებთ, სწორედ სისხლძარღვოვანი დაავადებაა.
მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, ალკოჰოლის ხშირი მიღება იყოს იმის მიზეზი, რომ მამაკაცმა სქესობრივი აქტი რამდენიმე წამში დაამთავროს. თუ რამე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე?
ალკოჰოლი და სექსი. თითქოს ყველაფერი ნათელია: ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია. ჰკითხეთ ნებისმიერ ექიმს და ის გიპასუხებთ, რომ ალკოჰოლი პოტენციას აქვეითებს. აქ არ არსებობს არავითარი განსაკუთრებული რეკომენდაცია, თუმცა ექიმი მაინც გეტყვით, რომ ალკოჰოლი მავნებელია და მართალიც იქნება. მაგრამ, როგორც პარაცელსი ამბობდა, ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალია, - გააჩნია რაოდენობას.
ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში ექიმისადმი მიმართვის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, წლის ცივ პერიოდში დიდი და პატარა ყურის ტკივილს უჩივის. ყურის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ოტიტი, რომლის შესახებაც მე-12 შერეული პოლიკლინიკის ოტორინოლარინგოლოგი თამარ გახოკიძე გვესაუბრება.
- რა არის ოტიტი?
- "ოტო" ბერძნულად ყურია, ბოლოსართი "იტი" კი ანთებას ნიშნავს, ასე რომ, ოტიტი ყურის ანთებაა.
ბავშვთან ურთიერთობის საჩვენებელი საათის ჩატარება ყველა ქალს შეუძლია. საქმე ის არის, შესწევს თუ არა უნარი დედას, ასეთი ურთიერთობა ყოველდღიურ რეალობად აქციოს. ამის გარკვევაში ქვემოთ მოყვანილი ტესტი დაგვეხმარება.
1. წვიმაში ჩვენ:
ბ) ვუყურებთ მულტფილმებს;
გ) ვკითხულობთ წიგნებს;
ა) ბოტებს ვიცვამთ, ქოლგას ვიღებთ და სასეირნოდ მივდივართ.
ბავშვობიდან გვესმოდა, ყველაზე სასარგებლო საკვები ხილი და ბოსტნეულიაო, მერე კი გაირკვა, რომ ეს პროდუქტები ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიურ ნაერთებსაც შეიცავს...
ნიტრატები
ნიტრატები აზოტმჟავას მარილებია. მათ უხვად შეიცავს ნიადაგი და წყალი, რომელსაც მცენარე ფესვების საშუალებით იწოვს და საკუთარი ორგანული ნაერთების "ასაშენებლად" იყენებს, ასე რომ, ნიტრატები მცენარეში ყოველთვის არის. როდესაც მოსავლის სწრაფად აღება სურთ, ნიადაგში დამატებით შეჰყავთ მრავალნაირი სასუქი, მათ შორის - აზოტოვნებიც. სწორედ ამ გზით გროვდებიან ისინი მცენარეში.
სიტყვა "პანკრეატიტი" პანკრეასის ანთებას ნიშნავს. პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, არის ორგანო, რომელიც მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, კუჭის უკან მდებარეობს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვების მონელებაში. პანკრეასი ორი ჯგუფის ნივთიერებებს გამოიმუშავებს - საჭმლის მომნელებელ სეკრეტებსა და ჰორმონებს. საჭმლის მონელებელი სეკრეტებია ფერმენტები და ბიკარბონატები. ისინი პანკრეასის სადინარით გამოიყოფა თორმეტგოჯა ნაწლავში. აღნიშნული ფერმენტები მონაწილეობს ცილებისა და ცხიმების გადამუშავებაში, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ამ ნივთიერებების შეწოვა.
ტრანსპლანტაცია დღეს მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ქმედითი დახმარება გაეწიოთ ავადმყოფებს, რომლებიც ადრე სიკვდილისთვის ან მძიმე ინვალიდობისთვის იყვნენ განწირულნი, თუმცაღა მისი განვითარების გზაზე თავს იჩენს განსაზღვრული ეთიკურ-ზნეობრივი პრობლემებიც. საქართველოში ორგანოთა გადანერგვის ისტორიისა და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კერძო ქირურგიის #1 მიმართულების სრული პროფესორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე.
ჩემი შვილი ცუდად სწავლობს და ეს ძალიან მაწუხებს. სხვა მოსწავლეებივით სწრაფად ვერ ითვისებს, არადა გონებრივად ჩამორჩენილი ნამდვილად არ არის. მაშ, რას დავაბრალო ეს?
სწავლაში ჩამორჩენას მრავალი მიზეზი აქვს. დაბალი აკადემიური მოსწრება უმთავრესად იმ სკოლებისთვის არის დამახასიათებელი, სადაც მოსწავლეთა ინდივიდუალურ უნარებსა და შესაძლებლობებს არ ითვალისწინებენ, სადაც ბავშვებს მკაცრად ეპყრობიან და უსიტყვო მორჩილებას სთხოვენ, სადაც კლასები ძალზე გადატვირთულია, რაც ინდივიდუალურ მიდგომას ხელს უშლის.
ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველები საფოსტო ყუთებისა თუ ვებგვერდის საშუალებით უამრავ კითხვას გვიგზავნიან. მრავალი მათგანი სტომატოლოგიის საკითხებს ეხება. კბილებთან დაკავშირებული პრობლემები უწინდებურად არ კარგავს აქტუალობას, მით უმეტეს, რომ ბევრს სტომატოლოგთან მისვლის შიში ჯერაც ვერ გადაულახავს, ამიტომ მკითხველებს, ბუნებრივია, ყველაფერი დაწვრილებით აინტერესებთ. ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ თელავის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმ სტომატოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ნანა ნაცვლიშვილს ვესტუმრეთ.
ყურადღებიანი დედა ამჩნევს, როგორ იცვლება ახალშობილი დღიდან დღემდე, როგორ ვითარდება და იზრდება. რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, რომ დროულად გამოავლინონ და აღკვეთონ თუნდაც მცირედი ცვლილება, რომელმაც მომავალში შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას მათ შვილს? როგორ შევაფასოთ პატარას კუნთოვანი სისტემის სიჯანსაღე? ამ და სხვა საკითხებზე პედიატრი თინა იმერლიშვილი გვესაუბრება.
A ჰეპატიტი - ინფექცია 6 თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება, უფრო ხშირად - ერთ თვეს. თუ ორგანიზმი საკმაოდ ძლიერია, ის ვირუსს აქტიური მკურნალობის გარეშეც უმკლავდება და დაავადება სპონტანური გამოჯანმრთელებით მთავრდება. მიუხედავად ამისა, მაინც აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი გამოკვლევა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში საჭიროა სითხეების ინტრავენური წვეთოვანი გადასხმა, რათა შემცირდეს ღვიძლზე ვურუსის ტოქსიკური ზემოქმედება.
ხორბლის პური მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი საკვებია. იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება. პურის დღიური მოხმარება სხვადასხვა ქვეყანაში 150-დან 500 გრამამდე მერყეობს. პურის მეშვეობით ადამიანი იღებს ნახშირწყლებს (40-52%), ცილებს (5-9%), მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, რკინას) და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია პური B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ნერვული სისტემის რეგულატორების როლს ასრულებს და უზრუნველყოფს სტრესისგან დაცვას. გარდა ამისა, ხორბლის პურში შემავალი ცილები დიდი რაოდენობით შეიცავს გლუტამინის მჟავას (სწორედ გლუტამინის მჟავა განსაზღვრავს პურისა და სხვა სურსათის მიმზიდველ გემოს; იგი გავრცელებული გემოს გამაძლიერებელი საკვებდანამატია), რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის, სწავლის უნარისა და მეხსიერებისთვის.
დღეს უნაყოფობის პრობლემას ყოველი მეათე წყვილი ეჯახება. რისი ბრალია ეს და არის თუ არა გამოსავალი? ამის შესახებ სასაუბროდ მედიცინის დოქტორს, კოლპოსკოპიური კაბინეტის ხელმძღვანელს ქეთევან ქარქაშაძეს ვეწვიეთ.
- რას ნიშნავს უნაყოფობა?
- უნაყოფობა ნიშნავს, რომ ქალს ან მამაკაცს არ შესწევთ უნარი, შვილი იყოლიონ. არსებობს ტერმინები - "ქალთა უნაყოფობა" და "მამაკაცთა უნაყოფობა", მაგრამ ისინი საკმაოდ პირობითია, რადგან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, იზოლირებულად არც ქალისა და არც მამაკაცის უშვილობის განხილვა არ შეიძლება.
რუბრიკის სტუმარია მედიცინის დოქტორი, თერაპევტი თეიმურაზ კენჭოშვილი.

ხანდაზმული ქირურგი ახალბედას ჭკუას არიგებს:
- ასე რომ, კოლეგა, დღეს თქვენ პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია გაქვთ. მობილიზებული უნდა იყოთ და დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თითი გაიჭრათ.
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ეს პრობლემა მამაკაცებსაც აწუხებთ. ამჯერად გვინდა, სწორედ მამაკაცებში შარდის შეუკავებლობას შევეხოთ. ამ თემაზე სასაუბროდ უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს ალეკო ხელაიას ვესტუმრეთ.
- ბატონო ალეკო, რა იწვევს მამაკაცებში შარდის შეუკავებლობას?
კაცობრიობამ ამ პათოლოგიას სათანადო ყურადღება მხოლოდ XIX საუკუნეში დაუთმო, სრულად კი მის არსში მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს გაერკვა.
* პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც ანაფილაქსიური შოკით დაიღუპა, გახლდათ ფარაონი მენესი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2540 წელს კრაზანას ნაკბენისგან გარდაიცვალა.
* მეგაპოლისებში ალერგია მოსახლეობის 30-60%-ს აღენიშნება. ამასთან, დასავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთის ქვეყნებისას 10-ჯერ აჭარბებს.
* გასაოცარია, მაგრამ სოფლად, სადაც ალერგენებთან კონტაქტი გაცილებით მჭიდროა, ალერგოზებით ავადობა საგრძნობლად ჩამოუვარდება მეგაპოლისების მაჩვენებელს.