კარგა ხანია ფსიქოლოგები აღიარებენ, რომ ცხოვრებაში ბევრი რამაა დამოკიდებული ფსიქოლოგიურ განწობაზე, რასაც ქვეცნობიერად ბავშვებსაც გადავცემთ. ხშირად ამ განწყობის ბრალია არასწორი დამოკიდებულება საკვების მიმართ, უმადობა, ჭირვეულობა მაგიდასთან, ხოლო მოგვიანებით - ნაწლავური პრობლემები.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთ მეტად ტიპურ პრობლემაზე. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რა არის შიმშილი და საკვების დეფიციტი (კოლექტივიზაცია, ომი, გადასახლება...). 80-იან წლებში დეფიციტი ჩვენც ვიწვნიეთ.
ბავშვის მენიუ კომბოსტოს გარეშე წარმოუდგენელია. მისგან უამრავი კერძი მზადდება - წვნიანი თუ ჩაშუშული, სალათა თუ ღვეზელი…
კომბოსტოს უნიკალური შემადგენლობა აქვს, რაც მას დიდ კვებით ღირებულებასთან ერთად სამკურნალო თვისებებსაც სძენს. განსაკუთრებით მდიდარია კომბოსტო ჩ ვიტამინით - ფორთოხალსა და ლიმონსაც კი უტოლდება, ხოლო უმ კარტოფილს 50-ჯერ აღემატება.
ჩვენი შვილები რომ ჯანმრთელები და ხალისიანები დაიზარდონ, დღესვე უნდა ვიფიქროთ ამაზე და მათ სრულფასოვან და ბალანსირებულ კვებაზე ვიზრუნოთ. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.
- ბალანსი მიიღწევა, როდესაც ბავშვი საკმარისი რაოდენობით იღებს ყველა აუცილებელ ნივთიერებას და არაფერს ზედმეტს. ცნობილი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური გადახრების ფესვები უმეტესად ადრეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. მეცნიერებმა ჯანმრთელობის სხვა გადახრების მიზეზთა ძიებაც ადრეული ბავშვობის პერიოდში დაიწყეს.
დედის რძის შემადგენლობა ყოველდღე იცვლება, რათა ბავშვის მოთხოვნილებებს მოერგოს. მის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.
- ძუძუთი კვება გულისხმობს უზარმაზარ პასუხისმგებლობას დედის მხრიდან და წარმოადგენს ორი ორგანიზმის, დედისა და ჩვილის, ძალიან რთულ ურთიერთქმედებას. ჩვილი იღიმის და ღუღუნებს - დედა გრძნობს სიყვარულის, სითბოს, მზრუნველობის მოზღვავებას და ამ დროს მის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ხელს უწყობს რძის გამოყოფას. ჩვილი ავადაა - იწყება გაცვლითი პროცესი მის ნერწყვსა და დედის დვრილების რეცეპტორებს შორის და რამდენიმე საათში დედის რძე გამდიდრდება იმუნური სხეულებით, რომლებიც ბავშვის ორგანიზმს დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება.
უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა ჰიპერაქტიური ბავშვების რაოდენობამ. ზოგიერთ ქვეყანაში მათი რიცხვი 30%-საც კი აღწევს. როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში ჰიპერაქტიური პატარა გვყავს - დავსაჯოთ? ვუმკურნალოთ? სწორად უნდა ვკვებოთ - ასეთია ამ კითხვაზე სპეციალისტთა პასუხი. სულ უფრო მეტი სამეცნიერო გამოკვლევა და ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ საკვები და მისი ხარისხი ბავშვის ქცევაზე უშუალო გავლენას ახდენს.