დროის სწორად გამოყენების ჩვევას ადრეული ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. დღეს ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ თუ პატარამ ოჯახშივე არ ისწავლა დროის სწორად განკარგვა, შემდგომ, მუშაობის პროცესში, ძალიან გაუჭირდება საქმის სათანადოდ ორგანიზება. ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ვასწავლოთ ბავშვს დროის მართვა, კონკრეტული სამუშაოს მინიმალურ დროში შესრულება. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ დროის ოპტიმიზაციას, რაც აისახება კიდეც ჩვენს შვილებზე.
მყავს 11 თვის შვილი. ძალიან მტირალაა. ყველა შეწუხებულია მისგან, შინაურებიცა და მეზობლებიც. მთელი დღე შეუძლია იჭიჭყინოს. პირველი დღეებიდანვე ხელში აყვანას შევაჩვიეთ, ახლა არც საწოლში ჩერდება, არც საბავშვო ეტლში და არც მანეჟში. შეცდომა ხომ არ დავუშვით? ნევროპათოლოგთანაც ვიყავით - ტირილის სერიოზული მიზეზი არ არსებობს. როგორ დავამშვიდოთ?
ჩემს შვილს სკოლაში ზოგჯერ დასცინიან და აბუჩად იგდებენ. ნეტა ვისგან სწავლობენ ამას ბავშვები?! მისი დაცვა მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ გავაკეთო ეს.
ალბათ, ყველა ჩვენგანს შეუძლია გაიხსენოს რომელიმე თანაკლასელი, რომელსაც დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ, მეტსახელით მოიხსენიებდნენ. შესაძლოა, იმიტომ, რომ სათვალე ეკეთა, მსუქანი იყო, ენას უკიდებდა ან, უბრალოდ, მეტისმეტად მოკრძალებული, ჩაკეტილი და ნაკლებად კომუნიკაბელური გახლდათ.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რა არ უნდა გააკეთოს ბავშვმა. იმაზე თუ დავფიქრებულვართ, რა არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, უფროსებმა?
* ბავშვს არასოდეს გააგონოთ: “ასე თუ მოიქცევი, აღარ მეყვარები”, “ჯობდა, რომ სულ არ მყოლოდი”, “ბავშვი კი არა, ნამდვილი სასჯელი ხარ”, “ასეთი შვილი არაფერში მჭირდება” და ა.შ. ეს ფრაზები ბავშვში განდევნის, მიტოვების და, მაშასადამე, სიკვდილის შიშს იწვევს. ბავშვს არ შეუძლია სამყაროში მარტო არსებობა. ის ამას კარგად ხვდება. დედა კი პატარა ბავშვისთვის მთელი სამყაროა.
მინდა, ჩემი შვილი გულღია და კომუნიკაბელური იყოს, შეეძლოს მეგობრობა, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თანატოლებთან. როგორ ვასწავლო ეს?
თუ გსურთ, თქვენი შვილი გულღია ადამიანი და კარგი მეგობარი იყოს, ეცადეთ, ხშირად მიიპატიჟოთ შინ მისი თანატოლები - ისინი, მართალია, პატარა, მაგრამ ძალიან საყარელი და ძვირფასი სტუმრები არიან. გინდათ, პატარამ მეგობრობა, თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს? ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს - ურთიერთობა. ურთიერთობა - ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასწავლოთ ბავშვს. ამაში ის მუდმივად უნდა ვავარჯიშოთ.
გთხოვთ მიპასუხოთ, საჭიროა თუ არა, ყველანაირად ვეცადოთ ბავშვის დამორჩილებას. რაიმე ზიანს ხომ არ მივაყენებთ მას ასეთი აღზრდით?
ბავშვები პარადოქსული არსებები არიან. ისინი ერთდროულად მიისწრაფვიან ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით: სწყურიათ დამოუკიდებლობა და იმავე დროს მიდრეკილნი არიან, იყვნენ დამჯერენი და გამგონენი. მათ ესმით: მორჩილება საშუალებას მისცემთ, თავიდან აიცილონ კონფლიქტი უფროსებთან და შესაძლოა ჯილდოც კი მიიღონ. საბედნიეროდ, ბავშვები საოცრად მოქნილი არსებები არიან.
ერთადერთი და განუმეორებელი
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პატარებს შორის მეტოქეობის თავიდან აცილება შეუძლებელია - მას ხომ საფუძვლად მშობლების სიყვარულის მოპოვების სურვილი და დის ან ძმის მიმართ ეჭვიანობა უდევს. თავისთავად, ეჭვიანობა ცუდი არ არის. ის, საბოლოო ჯამში, სიგნალია იმისა, რომ პატარებს სიყვარული შეუძლიათ. სხვა საქმეა, რომ ბავშვმა გრძნობების გამოხატვა არ იცის და პირდაპირ ჩხუბზე, კამათზე, ცემა-ტყეპაზე გადადის. ბრძოლა მწვავდება, როცა მშობელი უპირატესობას ანიჭებს ერთ შვილს. მეორე ბავშვი, რომელიც თავს დაჩაგრულად გრძნობს, ოღონდ კი მშობლის ყურადღება მიიპყროს და ცემისთვისაც მზადაა.
ბავშვები, რომლებიც საათობით უყურებენ ტელევიზორს, რამდენადმე განსხვავდებიან თანატოლებისგან. რაში მდგომარეობს ეს განსხვავება?
ტელემაუწყებლობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთადერთი, რისი უნარიც შეგვწევს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, პულტის აღება და სავარძელში მოხერხებულად მოკალათებაა. ბავშვსაც უფლებას ვაძლევთ, უყუროს ამ ყუთს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოისურვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა გადაღლილ მშობლებს უბრალოდ ჭკუიდან გადაიყვანს.