რუბრიკები
აკრძალეთ სერიალები, ღვთისნიერებო, აშკარად ეშმაკისეულია. დაუბინდდა და...
როგორც იქნა, გამოვნახე დრო და გავიკეთე.
მასში ერთდროულად იყო ხორცშესხმული ნიჭი, სილამაზე, გრაციოზულობა...
ბავშვის ფსიქოლოგია

ჩემი ახლობლები ბავშვისთვის ყოველ ახალ წელს იძახებენ თოვლის ბაბუას. მყავს 4 წლის შვილი. მინდა, მასაც მოვუწყო ასეთი სიურპრიზი. საჭიროა თუ არა ამ მოვლენისთვის ბავშვის წინასწარ მომზადება?

სახლის კართან "ნამდვილი" თოვლის პაპის გამოჩენა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, შეიძლება ითქვას, სასწაულია. ამისთვის ის აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

უცნაურია, მაგრამ პირველი სიყვარული ბავშვის მომავალ ბედს განსაზღვრავს, ამიტომ დაეხმარეთ შვილს საპირისპირო სქესთან ურთიერთობის მოგვარებაში.

პატარა ბავშვის პირველ სიყვარულს სერიოზულად არავინ ეკიდება, თუმცა მშობლებს თავიანთი პირველი სიყვარული ხშირად მთელი სიცოცხლე ახსოვთ. როდის მოხდება სასწაული, არავინ იცის. ზოგჯერ ადამიანები სიყვარულს დიდხანს ელიან, გრძნობა კი გულს არ ეკარება, მაგრამ ხდება პირიქითაც... ერთი შეხედვით სასაცილო, მაგრამ ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბაღის ბავშვებს ერთმანეთი "უყვართ". ზოგი ამ სიყვარულით ერთობა, ზოგი კი ცდილობს, სატრფოს თავისი გრძნობა დაანახოს: მიაქვს მისთვის სათამაშოები, კანფეტები...

საჭიროა თუ არა, ბავშვში თავიდანვე აღვზარდოთ მაღალი სტანდარტებისაკენ სწრაფვა, მოვთხოვოთ კარგი ნიშნების მიღება და წარუმატებლობის შემთხვევაში დავსაჯოთ, რათა მომავალში მეტი მოსთხოვოს საკუთარ თავს? ანა, 28 წლის

საჭიროა თუ არა, პატარა პერფექციონისტად აღვზარდოთ? მოდური სიტყვა პერფექციონიზმი (ინგლ. პერფეცტ - სრულყოფილი, უზადო) სრულყოფილებისაკენ სწრაფვას ნიშნავს. თითქოს შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ მეცნიერები ამის თაობაზე ეჭვს გამოთქვამენ და პერფექციონიზმს "მაღალი სტანდარტების დაავადებას" ან "ფრიადოსნების სინდრომს" უწოდებენ.

მშობლები ძალიან წუხან, როცა აღმოაჩენენ, რომ მათი შვილი წამდაუწუმ შეჰყურებს სხვა ბავშვების სათამაშოებს, ტანსაცმელს, ოთახს... პატარა, რომელიც ყველას მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილი იყო, ერთ მშვენიერ დღეს უცნაური კითხვებით მიმართავს დედას: "რატომ აქვს ოთოს უფრო კარგი სათამაშოები? რატომ არის მისი ოთახი უფრო ლამაზი და დიდი? რატომ სეირნობს თიკა უქუდოდ, მე კი მახურავს?!" ასეთი კითხვები მშობლებს თავდაპირველად ართობს, მერე კი აშინებს. ამგვარ შეკითხვებს თითქმის ყველა ბავშვი სვამს. ეს სავსებით ბუნებრივია და იმას ნიშნავს, რომ პატარას უკვე შესწევს უნარი, დააკვირდეს, შეადაროს, დასკვნა გამოიტანოს. როცა ბავშვისთვის თქვენი პასუხის ნებისმიერი ვარიანტია მისაღები, ის ადვილად ივიწყებს წამოჭრილ საკითხს. ამ დროს მშობლებს მღელვარების არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ.

ჩემი შვილი ჯერ 6 წლისაც არ არის, მაგრამ უკვე პირველკლასელია. ყველა მეუბნება, რომ მისთვის სკოლაში მისვლა ადრეა. ნუთუ მართლა ასეა? როგორ დავეხმარო ბავშვს ადაპტაციაში? ნინო, 24 წლის

ოჯახურმა საბჭომ მტკიცედ გადაწყვიტა: დროა, ბავშვი სკოლაში წავიდეს. რატომ უნდა დაკარგოს დრო, როცა უკვე ყოჩაღად კითხულობს და ანგარიშობს, წერს ბეჭდური ასოებით, ზეპირად იცის უამრავი ლექსი? რატომ უნდა იჯდეს მომავალ წელს მცირეწლოვანებთან, როცა შეიძლება, წელს თითქმის თანატოლებთან ერთად ისწავლოს?

ბავშვის მისამართით ნათქვამი საწყენი სიტყვა ან უხეში შენიშვნა შესაძლოა ძალიან ცუდად აისახოს მის ხასიათზე და მომავალზეც კი, გამოუსწორებელი კვალი დააჩნიოს მის მომავალ ცხოვრებას, ამიტომ უფროსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ მეტყველებას, იმას, რას და როგორ ამბობენ ბავშვის გასაგონად. გულზე მოხვედრილი მწარე სიტყვა ტყვიაზე უარესია. ფსიქოლოგები დაბეჯითებით გვირჩევენ, დანაშაულის შემთხვევაში ბავშვი ცუდი საქციელის გამო გავკიცხოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვუთხრათ, რომ თვითონ არის ცუდი. ჩვენ კი ხშირად წამოვისვრით: "რა ბინძური ხარ!" "რატომ ხარ ასეთი მოუქნელი?" "ღმერთო ჩემო, რა უტვინო ხარ!" "ნამდვილი სასჯელი ხარ!" ასეთი ფრაზა შეიძლება წამოსცდეს ნებისმიერ ადამიანს: დედას, ბებიას, საბავშვო ბაღის აღმზრდელს, ძიძას, მასწავლებელს... ბავშვს სჯერა - უფროსი ყოველთვის მართალია. მას ხომ სწორედ ამ აზრს უნერგავენ, ასე ასწავლიან. ჰოდა, როდესაც ზემომოყვანილ "შეფასებებს" მოისმენს, პატარა ონავარი იწყებს ფიქრს, რომ უნიჭო და უთავბოლოა, რომ მშობლებს არ უყვართ. ზოგჯერ შესატყვისადაც იქცევა - ხომ უნდა გაამართლოს "მეტსახელი"...

ჩემი ბიჭუნა სამი წლისაა. მინდა, თანდათან დამოუკიდებლობას მივაჩვიო, მაგრამ ვერ ვახერხებ - არ სურს, თვითონ ჩაიცვას, მოითხოვს, ხელით ვაჭამო. როგორ მოვიქცე? თამარი, თბილისი

დღეს ცხოვრების ტემპი მეტისმეტად აჩქარდა. ქალების უმრავლესობა ცდილობს, ერთმანეთს შეუთავსოს საოჯახო საზრუნავი და სამსახური, ყურადღება არ მოაკლოს ბავშვებს, მაგრამ როცა დრო არ ითმენს და ყოველი წუთი გათვლილია, ბავშვი კი ზოზინებს, არ სურს ჩაცმა, პირში უსასრულოდ ატრიალებს ლუკმას და კოვზით ხელში ჩაფიქრებული ერთ წერტილს მიშტერებია, დედა იძულებულია, დაივიწყოს აღმზრდელობითი მეთოდები და ბავშვის მაგივრად ყველაფერი თვითონ გააკეთოს. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია, თვითონ ჩააცვას შვილს ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი, თვითონ აჭამოს ფაფა, ვიდრე შემდეგ დიდხანს წმინდოს მოსვრილი სამზარეულო, თვითონ ამოუხსნას ამოცანა, ვიდრე მოთმინებით აუხსნას მისი ამოხსნის პრინციპი.

ალბათ მრავალ უსიამოვნებას ავიცილებდით თავიდან, თანამოსაუბრის მოსმენა რომ შეგვეძლოს... ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ზენონი წერდა, ორი ყური და ერთი ენა იმისთვის გვაქვს, რომ მეტი მოვისმინოთ და ნაკლები ვილაპარაკოთო. მოსმენის ხელოვნებას თანამედროვე სამყაროშიც ოქროს ფასი აქვს, რადგან მას ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ფლობს. ბევრმა არ იცის, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. მოსმენის სტილს კი ბავშვი უფროსების მაგალითზე ითვისებს. საინტერესოა, მაგრამ ფაქტია - ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა ჩქარა დაიწყოს ლაპარაკი, მაგრამ მინიმალურ დროს უთმობენ იმას, რომ პატარას ნორმალური მოსმენა და სხვისი სიტყვების გაგონება ასწავლონ. მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ ეს არის წარმატების საფუძველი ჯერ სკოლაში, შემდგომ კი ცხოვრებაში.

ნაჩვენებია მე-2 გვერ 5 - დან
საოფისე ფართი 3$-დან. მე-2, მე-3 და მე-4 სართულები, თითო სართული...
40 კვ.მ. კორპუსის იზოლირებული ბინა ქირავდება დღიურად, ვაჟა–ფშაველას გამზირზე...
210 კვ.მ. კომერციული ფართი პეკინის ქუჩაზე, საუკეთესო ადგილას, , ევრორემონტით,...
35 კვ.მ. ახალგარემონტებული კორპუსის იზოლირებული მყუდრო ბინა...
მიწის ნაკვეთი 500 კვ.მ. შეკვეთილში, პირველ ზოლში....
ბინა 65 კვ.მ. რომელიც ხასიათდება კარგი ადგილმდებარეობითა...